ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე

ნუგეშა გაგნიძე

₾ 19.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494864
გვერდები 446
ფორმატი 14.5X20.5
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„გრიგოლ რობაქიძის მსგავსი ხვედრი ცოტას თუ რგებია – სამშობლოდან გაქცევა, ერთი ემიგრაცია, მეორე, უსახლკარობა, უსახსრობა... სწორედ ცხოვრების ეს აწეწილი გზაა იმის მიზეზიც, რომ ემიგრანტი მწერლის შემოქმედების მკვლევრები დღემდე ეძებენ და პოულობენ მის ტექსტებსა თუ ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს.
 
ნუგეშა გაგნიძის მონოგრაფია – ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე (1880-1962) – ამის კიდევ ერთი დასტურია. იგი წლებია, რაც ქართველი მწერლის ცხოვრების გზას ეძებს ევროპაში. ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო არქივებსა თუ პირად კოლექციებში მოპოვებულმა მასალამ ნუგეშა გაგნიძეს საშუალება მისცა, აღედგინა გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი. გარდა ამისა, მონოგრაფიაში მეცნიერულადაა გამოკვლეული მწერლის პუბლიცისტური და მხატვრული შემოქმედება, შედარებულია ტექსტების ვარიანტები, ობიექტურადაა შეფასებული ისინი იმ პერიოდის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში, თავად ავტორის მიერ თარგმნილია ბევრი საინტერესო გერმანულენოვანი ტექსტი...
 
ყოველივე ერთად კი ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ყველაზე სრულყოფილს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესახებ დღემდე დაწერილ გამოკვლევებს შორის.“ – ადა ნემსაძე