ცისარტყელა განთიადისას

ნინო ტაბიძე

₾ 9.10 ₾ 13.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463327
გვერდები 412
ფორმატი 17x24
გამოცემის თარიღი 2016
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ტიციანი და მისი მეგობრები
 
ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინო ტაბიძის (მაყაშვილი) მოგონებების წიგნი ფასეული მემუარული ხასიათის ნაწარმოებია. მკითხველი ეცნობა ქართული ლიტერატურის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის ავტორისეულ რეკონსტრუქციას, იღებს უაღრესად საყურადღებო ცნობებს ტიციან ტაბიძის, „ცისფერი ყანწების“, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის თბილისის კულტურული სიტუაციის, საბჭოთა კულტურული სინამდვილის, ტიციან ტაბიძესთან დამეგობრებული რუსი მწერლების შესახებ.
 
ნინო ტაბიძემ მოგონებების წერა რუსულ ენაზე 1934 წელს დაიწყო და გააგრძელა 1960-იანი წლების დასაწყისამდე; როგორც ოჯახის წევრები იგონებენ, უკვე ასაკოვანი, იგი მათ ჰკარნახობდა წიგნის ზოგიერთ ეპიზოდს.
 
ნინო ტაბიძის ავტობიოგრაფიული წიგნის ამ გამოცემაში აღდგენილია გამოტოვებული ფრაგმენტები; ასევე, ჩაემატა სხვადასხვა პირის, მათ შორის ბორის პასტერნაკის პირადი წერილები, რომლებიც შესულია რუსულ გამოცემაში, და ნინო ტაბიძის რამდენიმე პირადი წერილი ბორის პასტერნაკისადმი, რომელიც პირველად ქვეყნდება; ტექსტს დაერთო კომენტარები.
 
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.