გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-064-04-3 |
გვერდები | 114 |
ფორმატი | 17x24 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
გამოცემის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ გავრცელებულია საქართველოში. ნარკვევში ახსნილია 13 ყველაზე აქტუალური მითის წარმოშობის წყარო, მიზეზი და ხანგრძლივობის საფუძველი.
ტოტალიტარულ რეჟიმებსა და პერსონებს გამუდმებით თან სდევთ მითები, რომელთა ნაწილი თავად რეჟიმის არსებობის პერიოდში იქმნება და სისტემის გაძლიერებას ემსახურება. მეორე ნაწილი იქმნება მოგვიანებით, განსხვავებულ სოციალურ გარემოში, საზოგადოების მოთხოვნის შედეგად ან გამიზნულად ამ მითების შემქმნელი სახელმწიფო თუ სოციალური ინსტიტუტების მეშვეობით თუ მათი დაკვეთით. სტალინის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული მრავალი მითი არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური და ყველაზე ტირაჟირებული 13 მითი სტალინის შესახებ.
,,13 მითი სტალინის შესახებ" საარქივო წყაროებსა და ობიექტურ ისტორიულ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ პუბლიკაციის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. სტალინიზმის პროპაგანდა ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, აძლიერებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს და შეურაცხყოფს იმ ასეულათასობით ქართველის ხსოვნას, რომლებიც სტალინის დიქტატურამ შეიწირა.