გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941458354 |
გვერდები | 314 |
ფორმატი | 17x20 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ცა მიწიდან იწყება
ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.
დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები. ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.
აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.
კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.
"გულმა ვერ მომითმინა და თავიდან ბოლომდე წავიკითხე ლიკანის ჩანაწერები; კი არ წავიკითხე, დავიტანჯე. თვალები მეტკინა. საკუთარ ხელს ვერ არჩევდეს კაცი, არ გამიგია...
არავინ არ თქვას, ტოლსტოის ჩათვლით, მხოლოდ ჩემთვის ვწერ დღურებსო; სრულებითაც არ მაინტერესებს როგორი გამოვჩნდები სიკვდილის შემდეგ შთამომავლობის თვალშიო. ხოდა, მომავალში, თუკი ვინმეს ჩემი უკეთ გაცნობა მოუნდება, კეთილი ინებოს და, ცოტა შეწუხდეს კიდეც, მით უფრო რომ, ნებისმიერი ტექსტის ამოკითხვა და გაშიფვრა ერთ სიამოვნებად ღირს, თუკი ამის გემოც იცი და ფასიც" - ოთარ ჭილაძე
... ეს წიგნი ოთარ ჭილაძის კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რამდენადაც უაღრესად ავტობიუგრაფიული ხასიათისაა, მისი პირადი ცხოვრების ანარეკლს წარმოადგენს, ამასთანავე თითქოს მისი შემოქმედების ერთგვარი ამალგამაცაა, მისი სრულყოფილების შემჩნევასა და აღქმას რომ უწყობს ხელს... - თამაზ ჭილაძე
February 13, 2022, 9:15 pm
ფანტასტიური წიგნია