გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789994011022 |
გვერდები | 380 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2004 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„არტანუჯის წყაროების“ პირველი გამოცემაა თედო ჟორდანიას „ქრონიკები“, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ყველა სპეციალისტის სამაგიდო წიგნია. „ქრონიკები“ დიდი ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. 1892 და 1897 წლებში გამოცემული „ქრონიკების“ ორი ტომი საქართველოს ისტორიის შესწავლის ერთი დიდი ეტაპია. იგი ფასეულია იმითაც, რომ აქ თავმოყრილი უზარმაზარი მასალის საკმაო ნაწილი შემდგომში განადგურდა და მარტოოდენ ჟორდანიასეული პუბლიკაციით შემორჩა მეცნიერებას.
„ქრონიკების“ ხელმეორედ გამოცემას დიდხანს ელოდა ქართული სამეცნიერო ოჯახი. მიგვაჩნია, რომ მისი „გაცოცხლებით“ თედო ჟორდანიასაც მივაგებთ მოკრძალებულ პატივს.