გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941421273 |
გვერდები | 488 |
ფორმატი | 17x24 |
გამოცემის თარიღი | 2011 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნი XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი მეცნიერის, თედო ჟორდანიას (1853-1916) თხზულებათა ერთტომეულია. მეცნიერი იკვლევდა საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საეკლესიო ისტორიის საკითხებს. წიგნში თავმოყრილია თედო ჟორდანიას მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის 10-იანი წლების ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული ისტორიოგრაფიული ნაშრომები, რომლებიც წარმოდგენილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
დავით გურამიშვილი და მისი დრო; მთავარ-ეპისკოპოსი იოსებ სამებელი და ქართული სტამბის საქმე მე-XVIII საუკუნეში; მოკლე ისტორიული გამოკვლევა ქართული სტამბის დაარსებისა და მოქმედებისა მე-XVIII საუკუნეში და მე-XIX საუკუნის პირველ წელთ განმავლობაში; სახსოვრად წმიდისა საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლისა; სამაგალითო ომი მეფე ერეკლესი სპარსეთის შაჰ აზატ-ხანთან ერევნის ახლოს (გარნიჩაიზე) 1752 წ. ივნისს; მღვდელი თეოდორე კველთელი, ერთი მაგალითი მეფისა და ქვეყნისათვის თავდადებისა; საბიბლიოგრაფიო წერილი (სოლომონ დოდაშვილის და იონა ხელაშვილის ღვაწლი); ახალი წყარო საქართველოს ისტორიისა; "სერიოზული" ენათ-მეცნიერი [და სხვ.]