ახალი აღქმა

ნანა აბულაძე

₾ 9.00 ₾ 17.95 -50%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314391
გვერდები 320
ფორმატი 14/20.5
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ახალი აღქმა

ნანა აბულაძის „ახალი აღქმა“ ხუთი სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟის თვალით დანახულ ამბავს აერთიანებს. მათ შორის  ქრისტიანული სამყაროს უდიდესი წმინდანებსაც შეხვდებით, რომლებზეც ბევრი რამ იცით, და იმ ქალებსაც, რომლებიც მხოლოდ ეპიზოდურად გაიელვებენ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ახალი აღქმის“ ფურცლებზე  ყოველი მათგანის სახე თანაბრად ცოცხალი და დამაჯერებელია, ღვთისმშობელი მარიამი იქნება ეს თუ ლოტის ცოლი, მარიამ მაგდალელი, ანა წინასწარმეტყველი თუ სისხლმდინარე ქალი სახარებიდან.
 
დამაჯერებელი კი იმიტომაა ნანა აბულაძის მოთხრობები, რომ ბიბლიური სახისმეტყველებისა და სიმბოლოების, აპოკრიფული სახარებების, ეგზეგეტიკის, ძველი ქართულის, ძველი ისრაელის ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის ცოდნა უდევს საფუძვლად. ამასთან ერთად, მწერალი გამორჩეული ოსტატობით ცვლის ხედვის კუთხეს არამხოლოდ სიუჟეტური ინტერპრეტაციის ხარჯზე, არამედ ტრადიციული სიუჟეტის შიგნითაც. 
 
გარდა მოთხრობიდან მოთხრობაში გადანაცვლებული პერსონაჟებისა, ამ კრებულს მუსიკაც ამთლიანებს – განსხვავებული ტემპისა და გამომხატველობის აღმნიშვნელი მუსიკალური ტერმინები კი ტექსტის რიტმს ემთხვევა და მის შინაარსთან ქმნის ჰარმონიას. 
 
„ახალი აღქმა“ ნანა აბულაძის მეორე წიგნია. მისი დებიუტი 2020 წელს შედგა რომანით „აკუმი“, რომელმაც „საბას“ და „თავისუფალი ლიტერას“ პრემიები მოიპოვა.