| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941901515 |
| გვერდები | 138 |
| ფორმატი | 14.8x21 |
| გამოცემის თარიღი | 2013 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
აჭარა – ისტორიულად მრავალი ტკივილით აღბეჭდილი ეს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – მთავარი სამზერი და გადმოსახედია, საიდანაც დანარჩენი საქართველოს და მთელი სამყაროს ცოდვა-მადლიანი ბედი უნდა იკვლიოს პოეტმა.
ეს პროცესი კი მით უფრო საინტერესოდ, ღრმად და კეთილშობილად მოჩანს, როცა პოეტი – ფრიდონ ხალვაშია. სამშობლოს ჭირის და ლხინის მოზიარე, ავ-კარგიან თემებს მახვილი თვალით და პოეტის უტყუარი გუმანით მოყურადე, მოქალაქეობრივი პატიოსნების და ღრმა მხატვრული განცდის პოეტი – ფრიდონ ხალვაში ამ კრებულითაც, თავის მკითხველს უზიარებს სათქმელს, რომელსაც მან მთელი ცხოვრება და პიროვნული ღვაწლი მიუძღვნა.