100 ძველი ისტორია პლუტარქესგან

ლევან ნუცუბიძე

₾ 12.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494789
გვერდები 152
ფორმატი 12.5X19
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

100 ძველი ისტორია პლუტარქესგან
რა აკავშირებს ცერცვსა და ციცერონს ერთმანეთთან, რა სამსახურს უწევდა ბერძენ მხედართმთავარ ალკიბიადეს თავისი კუდმოჭრილი ძაღლი, ანტიკური სამყაროს რომელი დიდი ადამიანის ოჯახი შეიწირა ეპიდემიამ, როგორ დაკარგა სიყვარულის გამო პომპეუსის ცოლმა შვილი, რატომ აბრახუნებდნენ კარზე სახლიდან გასვლის დროს ძველი ბერძნები, რა დათმობაზე წავიდა გავლენიანი ხელისუფალი ცეთეგუსი საყვარელი ქალის გამო, ვინ იყვნენ პირველი „პარაზიტები“ და როგორ იხსნა რომაელი მხედართმთავარი ლუკულუსი ძილმა სიკვდილისგან...
 
კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ისტორიას გაეცნობა მკითხველი ამ წიგნის საშუალებით, რომელშიც ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ფილოსოფოსისა და მწერლის, პლუტარქეს მიერ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეებსა და მხედართმთავრებზე დაწერილი ბიოგრაფიებიდან ამოკრებილი 100 ამბავია თავმოყრილი.
 
შეადგინა ლევან ნუცუბიძემ