არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე

მიხალ რუსინეკი

₾ 8.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316708
გვერდები 208
ფორმატი 15/21
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.
 
ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.
 
დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.
 
ნობელის შემდეგ იმეორებდა, რომ ყველაფერს იღონებდა, არ გამხდარიყო პერსონა, არამედ პიროვნებად დარჩენილიყო. ოდესღაც ერთმა ტაქსისტმა უთხრა: „ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი იშვიათი პიროვნება რომ მიმყავს“. გარკვეულწილად, მართალიც იყო: ჩვენი კატეგორიის საკმაოდ იშვიათი წარმომადგენელი გახლდათ.

 

 
ნობელიანტზე ასეთი დახვეწილი და გამორჩეული ტაქტით წერა\ მხოლოდ ერთ ავტორს შეეძლო.
 
პოლონურიდან თარგმნა ნათელა გავაშელმა