ძახილი

სერგო წურწუმია

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316883
გვერდები 272
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სერგო წურწუმიას მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები, ადამიანები, წიგნები, ფიქრები ლამაზ წნულად ლაგდება, ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მეორეს ავსებს თავისებურად ან აგრძელებს და ასე, ფაზლის პრინციპით იწყობა, იქსოვება, მეტად საყურადღებო გრეხილი, რომლის თვალის მიდევნება შემეცნების თვალსაზრისით სასარგებლოა და ემოციურად სასიამოვნო.
 
სერგო წურწუმია უფაქიზეს განცდათა, ლირიკულ განწყობილებათა, სხვათა და სხვათა უმშვენიერეს მთხრობელად გვევლინება. ავტორი, როგორც ნამდვილი მწერალი, ჰუმანისტია.
 
უამრავ მახვილგონივრულ დაკვირვებას გვიზიარებს მწერალი. იგი კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს, წვდება ფსიქოლოგიურ ნიუანსებს...
 
მძაფრი, დრამატული, დინამიური, საინტერესო სიუჟეტების შექმნის ოსტატია სერგო წურწუმია. თუმცა მიმზიდველად თხრობა, ამბის მძაფრად მოყოლა, მკითხველის ჩათრევა მაშინაც ძალუძს მესიტყვეს, როცა სიუჟეტი მკრთალია, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.
 
ავტორს ხელეწიფება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეის შექმნა ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჰგავს, არ იმეორებს, ასე ვთქვათ, არ ფარავს ერთმანეთს. ცოცხლად, დასამახსოვრებლად არიან აღწერილნი ადამიანები ხშირად მოკლე ფრაზებით, სულაც ერთი-ორი წინადადებით რომ შემოიფარგლება მათი დახასიათება.
 
ეს მაღალი რანგის ხელოვნებაა.
 
სერგო წურწუმია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, მკითხველი მისგან კიდევ ბევრ სასიამოვნო ლექსს, მოთხრობას, რომანს, თარგმანს, წერილს, ინტერვიუს... ნახატს ელოდება.“ – ნინო ვახანია