გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 978-9941-463-36-5 |
გვერდები | 564 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
თხზულებანი ათ ტომად – I ტომი (პოეზია/პროზა/თარგმანები)
შეადგინა, რუსული ტექსტები თარგმნა, შენიშვნები, კომენტარები და საძიებლები დაურთო თამაზ ჯოლოგუამ
დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის პირველ ტომში შესულია ავტორის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, აგრეთვე, რამდენიმე თარგმანი. შემდგომ ტომებში შევა დიმიტრი ყიფიანის პუბლიცისტური, ლიტერატურული, საისტორიო, იურიდიული თხზულებები, ტექსტები ბატონყმობისა და თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შესახებ, ავტობიოგრაფიული ნაწერები (მათ შორის, დღიურები და „მემუარები“), სახელმძღვანელო „ახალი ქართული გრამმატიკა“, რეცენზიები, საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, დაუმთავრებელი თხზულებები და, დასასრულ, ოფიციალური, საქმიანი და კერძო მიმოწერა.
დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულა, მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის და, ვფიქრობთ, დააინტერესებს როგორც სპეციალისტებს, ისე მკითხველთა ფართო წრეს.
კავკასიის ისტორია ყუთით (2 წიგნი)
₾ 97.50 ₾ 149.95 -35%
სამეგრელო - ტომი პირველი
₾ 25.00 ₾ 49.95 -50%
თოფები, მიკრობები და ფოლადი
₾ 27.90