გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941458750 |
გვერდები | 178 |
ფორმატი | 14.8/21 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ებრაულიდან თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ
„აღმოჩენა უცნობი ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა ჩვენთვის უცხო ენაზე საუბრობს, ყოველთვის მღელვარებას იწვევს. ხოლო მიგნება მწერლებისა და პოეტებისა, რომელთაც ამ ენაზე დიდი პროზა და პოეზია შეუქმნიათ, უჩვეულო განცდას ბადებს. შეხვედრა ქართველებთან და ქართულ კულტურასთან ჩვენში დიდბუნებოვან, წყნარსა და გამჭოლ სულს აღვიძებს; ვგრძნობთ, რომ საიდუმლოს ვეხებით – ბედის თანაზიარობას ადამიანთა, მწერალთა, ძველი ხალხების შვილთა შორის, რომელნიც მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის იბრძოდნენ, უძველეს ენებზე მოლაპარაკეთა შორის, რომელიც ცოტას თუ ესმის. ეს ინტიმური სული ამ წიგნის ფურცლებზე აღიბეჭდა და, ვიმედოვნებთ, რომ იგი ჰქრის კიდეც ფურცლებს შორის და გარეთაც ძალუმად უბერავს.
ებრაულად დავწერეთ. თქვენს ქვეყანაში განცდილის თქვენთვის გადმოცემა მოხერხდა პროფ. მამუკა ბუცხრიკიძის დამსახურებით, რომელმაც წიგნი სიყვარულითა და რუდუნებით თარგმნა, გამომცემლობა „ინტელექტის“ მეოხებით, რომელმაც ის გამოაქვეყნა, და თქვენი წყალობით, ქართველებო, რომელთაც გული გაგვიხსენით, კარი გაგვიღეთ და შეგვიპატიჟეთ, თქვენი კულტურის ფაქიზსა და დაფარულ სიმებს რომ შევხებოდით“.
„გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არამხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც, და სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ.
კიდევ რა გამოარჩევს ამ კრებულს? – სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ „გამომგონებლობის“ ასეთი ოსტატობით ხდებიან ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი“