
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941318665 |
გვერდები | 266 |
ფორმატი | 13*19,5 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
თემურ ხუციშვილის „მარადიული წუთისოფელი“ ოთხ პიესას აერთიანებს
– დრამატულობით, ფსიქოლოგიური სიღრმით, დახვეწილი,
ინტელექტუალური იუმორითა და კაცობრიობისთვის მართლაც
მარადიული საფიქრალით გაჯერებულ ტექსტებს, რომლებშიც კლასიკური
ლიტერატურის ტრადიციებისადმი პატივისცემასთან ერთად,
თანამედროვე ქართულ რეალობასთან მჭიდრო კავშირიც იგრძნობა.
პიესა „სიცოცხლის ბოლო ასი წელი“ – ერთგვარი ადაპტაციაა ერიკ
ემანუელ შმიტის ნაწარმოებისა „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“.
საგულისხმოა, რომ სიკვდილთან პირისპირ დარჩენილ მოზარდს ამ
პიესაში მეგზურობას უწევს მამამისის ბებია – ძალიან საინტერესო და
მრავალმხრივი პერსონაჟი, ასეთივე საინტერესო ცხოვრების ისტორიით.
„მზის ფერებში“ ვაკვირდებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს
ადამიანებზე მძიმე სოციალურმა ფონმა და უმწეობამ, როგორი რთული
შეიძლება იყოს მათი ყოფა, რომ საკუთარი სიცოცხლისაც კი რცხვენოდეთ.
„ექსკურსია“ მეტაფორებით სავსე პიესაა, ერთგვარი სპექტაკლი
სპექტაკლში, რომელშიც განსაკუთრებით კარგად ჩანს როგორ ეცვლებათ
ადამიანებს ქცევა მაშინ, როცა ისინი ექსტრემალურ სიტუაციაში,
გაურკვევლობაში, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე აღმოჩნდებიან.
„მარადიული წუთისოფელი“ XIX საუკუნის მიწურულს დაბადებული სამი
დიდი შემოქმედის – რილკეს, პასტერნაკისა და ცვეტაევას მიმოწერაზე,
დაპირისპირება, მძიმე და ტრავმული ოჯახური ურთიერთობები ის
საკითხებია, რომლებიც მიმოხილულია ტექსტში XX საუკუნის
ქარტეხილების ფონზე. პიესაში განსაკუთრებულ როლს მარინა ცვეტაევას
პერსონაჟი ასრულებს, როგორც ტოტალიტარიზმთან შეურიგებელი,
პრინციპული და გულწრფელი შემოქმედი, რომლისთვისაც ცხოვრება,
პოეზია და პიროვნული შეხედულებები ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრებულს ავტორის შენიშვნებიც
ახლავს, რომელთა შორისაც მკითხველი ბევრ საინტერესო და
მნიშვნელოვან ფაქტსა და მოვლენას აღმოაჩენს.
ლიტერატურულ ტექსტებსა და მათი ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ
მასალაზე დაფუძნებული პოეტური რიტმით დაწერილი პიესაა. ბავშვობა,
მარტოობა, სიყვარული, სიკვდილი, ღირსება, დიქტატურასთან