ТБИЛИСИ ИСТОРИА СТАРОГО ГОРОДА (თბილისი ძველი ქალაქის ისტორია) რუსულად

ალექსანდრე ელისაშვილი

₾ 10.47 ₾ 14.95 -30%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478635
გვერდები 66
ფორმატი 12.5X19
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ეს წიგნი თბილისზეა. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქზე. ქალაქზე, რომელიც უამრავჯერ დაინგრა, მაგრამ მაინც ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომას. იმდენი სირთულე გადახდა საუკუნეების განმავლობაში თბილისს, იმდენჯერ იყო მისი მდგომარეობა უიმედო, რომ ხანდახან დაუჯერებელიცაა, რატომ არ მოეშვნენ ქართველები ამ კონკრეტულ ტერიტორიას და როგორც არცთუ იშვიათად ხდებოდა ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი ადგილი რატომ არ შეარჩიეს დედაქალაქისთვის. ამ წიგნში არამხოლოდ ქალაქის პოლიტიკურ თავგადასავალს გაეცნობით, არამხოლოდ ნგრევა-შენების ამბებს მოგიყვებით, არამედ გვსურდა ქალაქის მრავალმხრივი ისტორია გვეჩვენებინა: რატომ ჰქვია თბილისი, ვინ იყვნენ მისი პირველი მაცხოვრებლები, როგორ ვითარდებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, არქიტექტურა. მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით თბილისის შესახებ.