თარგმანები - მედეა ზაალიშვილი

მედეა ზაალიშვილი

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · 0 ratings · 1 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445385-
გვერდები 344
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

შეადგინა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო პაატა ჩხეიძემ
 
მედეა ზაალიშვილის თარგმანებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. უილიამ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“ და „ვენერა და ადონისის“, უილიამ ბატლერ იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობებისა და სხვა თარგმანები უდავო დასტურია იმისა, რომ მისი ღვაწლი გამორჩეულია ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში.
 
ახალ გამოცემაში ოცდახუთამდე ბრიტანელი და ამერიკელი პოეტის ლექსების თარგმანები შევიდა. გამორჩეულ ლექსებთან ერთად კრებულში საინტერესო დეტალებსაც გაეცნობით პოეტების ბიოგრაფიიდან. 
 
 
 

„ჯოისი ღვთაებრივმა ცეცხლმა დაწვაო, ამბობს ფოლკნერი და, ამ წიგნში, ჩვენ წინაშეა ღვთაებრივი ცეცხლით დამწვარ-დაბუგული ჯეიმზ ჯოისი.

„დუბლინელებისა“ და „ულისეს“ ავტორი, მსოფლიო პროზის გეზის განმსაზღვრელი, გოლიათი ჯეიმზ ჯოისი ამ წიგნში წარმოგვიდგება სუსტ, უღონო, შეშინებულ, მოწუწუნე კაცუნად; ის სატირა, იუმორი, ცინიზმიც რომ ვერაფერში შეჰხიდებია, ერებსა თუ სახელმწიფოებს რომ აჩოქებდა და დგას მკითხველის წინაშე ბრმა, სნეული, მარტო დარჩენილი.

და იფიქრებ, ეგებ არც გამოქვეყნებულიყოო, ეს ბარათები ხომ პირადია, ძალზე პირადი, მაგრამ დასავლეთში დიდი ხანია გამოცემულია და შესწავლილიც. ალბათ მაინც საჭიროა, საჭიროა რადგან ეს სნეული, დაბრმავებული, პირადი ცხოვრების მოუწყობლობით, შვილების სნეულებითა თუ ხელმოცარულობით დაღდასმული კაცი დიდი წიგნების ავტორია, ბუმბერაზული ტვირთის ამწევი და აბა რა გასაკვირია, რომ ასეთმა ტვირთმა დაძალა.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმე იტყვის სუსტი კაცი ყოფილა ჯეიმზ ჯოისიო, უილიამ ფოლკნერის ნათქვამი გაიხსენოს", – პაატა ჩხეიძის წინასიტყვაობიდან.