გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463068
გვერდები 270
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამარ კიკნაველიძემ
 
ქართული დრამატურგიის თანამედროვეობას ათამდე პიესა ვერ განსაზღვრავს. მაგრამ კრებულში, რომელიც „თანამედროვე დრამატურგიის“ სერიით გამოიცა და რიგით მეხუთეა (ორი გერმანულენოვანი, სპარსული და ებრაული პიესების კრებულების შემდეგ), ვფიქრობთ, ჩანს განვითარების ხაზი, რომელიც ბოლო ათ წელიწადში გამოიკვეთა.
 
შესულია თამარ ბართაიას, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, მანანა დოიაშვილის, ირაკლი სამსონაძის, ირაკლი სოლომანაშვილის, თამაზ ჭილაძის, დათო ტურაშვილის და ბასა ჯანიკაშვილის პიესები. 
 
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.