თამაზთან და ოთართან ერთად

თინა ჭილაძე

₾ 15.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312571
გვერდები 144
ფორმატი 12.5/19
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

თინა ჭილაძემ ყველასთვის საინტერესო წიგნი დაწერა. მისი პირადი ცხოვრება თავიდანვე და ბუნებრივად გახდა სახელოვანი ძმების თანამდევი, რამაც წიგნის ავტორი უამრავი შინაურული თუ საზოგადო ამბის თვითმხილველი გახადა. 
 
დოკუმენტურ პროზაში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს, მით უფრო თუ ის გულწრფელად და მაღალი ოსტატობითაა დაწერილი. თინა ჭილაძე „თამაზთან და ოთართან ერთად“ შთამბეჭდავად აგრძელებს ქართული ავტობიოგრაფიული პროზის ტრადიციებს და ამასთან ერთად, იმ უნიკალურ მოვლენასაც უფრო გამოკვეთს, რასაც აქამდე მკითხველი იზაბელა რემბოს და ზოზია კვირკველიას სახელებით იცნობდა. ესაა დისგან ლამის ცხოვრების ერთადერთ მიზნად დასახული უანგარო თანადგომა და თავდადება ძმებისადმი. 
 
თინა ჭილაძის ეს წიგნი სამი ადამიანის მძაფრი განცდებით და გრძნობების სავსე ცხოვრებას მოგვითხრობს, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთგულების ამბავს, სადაც ბევრი სევდიანი თუ ბედნიერი წუთია და ალაგ-ალაგ თამაშისა და შეხუმრებისთვისაც რჩება ადგილი...