გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941458002 |
გვერდები | 92 |
ფორმატი | 12.5/17 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
რა შეიძლება ითქვას ახალი თემურ ჩხეტიანზე, „ჩუმ პოეტზე“ (როგორც საკუთარ თავს უწოდებს ხოლმე), რომლისთვისაც პოეზიის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ლექსი უნდა სუნთქავდეს. ავტორზე, რომელმაც პირველი პოეტური კრებული 27 წლის წინ, 1987 წელს გამომცემლობა მერანში გამოსცა და მას შემდეგ პოეტის ბედისწერას თუ უბრალოდ ცხოვრების ქარტეხილებს სოფელ ვაჩნაძიანში უმკლავდება. თუმცა კი, ბოლო დროს, სოციალური ქსელის წყალობით ჩვენი ყოველდღიურობის აქტიური წევრი გამხდარა.
შებრუნებული ძილის სიზმარი თემურ ჩხეტიანის მეშვიდე კრებული გახლავთ. მისი პოეტური ენა კვლავაც შესაშურად სადა და ბუნებრივია, რაც დღევანდელი მძიმე ყოფისგან გადაღლილ საზოგადოებას თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელ რთულ მეტაფორებსა და გამოხატვის ფორმებზე ჩივილის უფლებას არ უტოვებს. თითოეული ლექსი ცალკე ნოველა, მხატვრის შექმნილი ტილო თუ ფოტოკადრია, რომელიც უნდა შეიგრძნო.
თავისუფალ თუ კონვენციურ ლექსებთან ერთად, ამ წიგნის გამორჩეული ნაკადია თემურ ჩხეტიანის მშვენიერი ჰაიკუები („ჰაიკუს მცდელობა“) და მინიმალისტური პოეზია – წამიერი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნაზავი, რომელიც მკითხველის წარმოსახვას აღვიძებს და სილამაზის აღქმისკენ მოუწოდებს.