გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941314308 |
გვერდები | 392 |
ფორმატი | 14.5/18 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ზაურ გერგედავას პოეზია ექსპრესიული, მტკივნეული რეფლექსიის გამოძახილია. მასში მკაფიოდ აქცენტირებული მოქალაქეობრივი პოზიცია არქეტიპულ შრეებსაც იტევს და მითოსურ სივრცეებში განფენს თანადროულ ვნებებს და ტკივილებს. გაისმის კოლხური ფოლკლორის პოლიფონია, რომელიც ამ პოეზიას რიტუალურ იერსაც სძენს.
ამ დრამატული პოეტური თავგადასავალის ლირიკული გმირი თავგანწირვის ზღვარზე მყოფ მსხვერპლს ასახიერებს, რომელსაც ხილული და უხილავი სამყარო ბრძოლის ასპარეზად ეძლევა. ეს წმინდა ომია – სიყვარულსა და უსიყვარულობას შორის“, – ნინო სადღობელაშვილი.