რაც მზის წინ იყო

ნანა გასვიანი

₾ 6.50 ₾ 9.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941470837
გვერდები 142
ფორმატი 14/18
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გაინტერესებთ, როგორია პოეზია სიგიჟის, ახალი განზომილების, გნებავთ – დიდი არყოფნის ზღვარზე? – ნანა გასვიანის პოეტური კრებული „რაც მზის წინ იყო“ ამ ზღვრული მდგომარეობის ნაყოფია. უფრო სწორად, ეს მდგომარეობაა, რომელშიც მკითხველსაც ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ითრევს უცხო და უსახელო სივრცეების განსაცდელად.

 

დიალექტის მომაჯადოებელი გრადაცია, ცეცხლის შხეფებივით „მდუღარე“ სიტყვები და უმაღლეს ტემპერატურამდე აწეული სევდის და სიხარულის გრადუსი – ეს ნანა გასვიანის თვითმყოფადი პოეტური სამყაროა, რომელიც სხვაში არაფერში აგერევათ.

 

ღრმა სულიერი პარადიგმა, რელიგიური ექსტაზი ამ ლექსებს მისტიკურ ტექსტებად აქცევს, რომელთა მსგავსთაც, ოდესღაც, ქურუმები თუ კითხულობდნენ, მსხვეპლშეწირვის რიტუალის აღსრულებისას. კრებულსაც ეს საბედისწერო ნიშანი აქვს – მსხვერპლშეწირვის აქტი ყოველ წამს, მკითხველის თვალწინ ხორციელდება – მსხვერპლი პოეტია. მისი არსებ(ობ)ა სამყაროს გულში ნუგეშის ვარსკვლავებად სკდება და იფრქვევა. (ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)


ჩაგრულთა ლოცვა

ჟანა ოთხვანი

₾ 2.80 ₾ 5.5 -49%

Rating details · ratings · reviews

პოეზია - არაბულები

არაბულები

₾ 6.00 ₾ 11.95 -50%

Rating details · ratings · reviews