შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში

მარსელ პრუსტი

₾ 23.00 ₾ 34.95 -34%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494598
გვერდები 696
ფორმატი 14.50/20.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მარსელ პრუსტის (1871-1922) შვიდწიგნიანი ცილკის „დაკარგული დროის ძიებაში“  მეორე ტომია. რომანი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, ნაცვლად 1914 წლისა, პირველად 1919 წელს გამოქვეყნდა. იმავე წელს მიენიჭა გონკურის პრემია.
 
„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მთხრობლის მოზარდობის გამოცდილებაა აღწერილი. რომანი ორი ნაწილისგან შედგება: „ქალბატონი სვანის გარემო“ და „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“. პირველ ნაწილში მთხრობელი თავის პარიზულ ურთიერთობებზე, ბატონ დე ნორპუასა და ბატონ ბერგოტთან ნაცნობობაზე, მშობლებთან დამოკიდებულებასა და ჟილბერტის მიმართ სიყვარულზე გვიყვება. ამ ურთიერთობებზე, სიყვარულის სხვადასხვა ფორმაზე რეფლექსიით მთხრობელი საკუთარ თავს შეიმეცნებს, აკვირდება თავის შეგრძნებებსა და ასოციაციებს.
 
მეორე ნაწილში – „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“ – მთხრობელი ბებიასთან ერთად ჩადის ბალბეკში, ზღვისპირა კურორტზე, სადაც მან ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა. სწორედ აქ გაიცნობს ალბერტინს, რომელიც შეუყვარდება. ამავე წიგნში პირველად გამოჩნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟები, როგორებიც არიან სენ-ლუ და ბარონი დე შარლიუ.
 
ამ რომანში მკითხველი მთხრობელთან ერთად საკუთარი მეხსიერებისა და შეგრძნებების არქეოლოგი ხდება, ცდილობს, ინტუიტიურად ჩასწვდეს რეალობას და მოიხელთოს ზღვარი ნამდვილად არსებულსა და წარმოსახულს შორის, გასცეს პასუხი კითხვაზე – ვინ გვიყვარდება ხოლმე? ჩვენ წინაშე არსებული ადამიანი თუ ჩვენივე წარმოდგენა მასზე? პასუხების ძიებაში დრო მნიშვნელობას კარგავს და, პრუსტის სიტყვებითვე, ელასტიკური ხდება, რომელიც ჩვენი გრძნობებისა და სხვაში აღძრული განცდების მიხედვით იცვლის ფორმას.
 
ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა


სოდომი და გომორი

მარსელ პრუსტი

₾ 10.00 ₾ 24.95 -60%

Rating details · 4787 ratings · 15309 reviews

ნაპოვნი დრო

მარსელ პრუსტი

₾ 16.00 ₾ 24.95 -36%

Rating details · 4438 ratings · 12435 reviews