გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941239106 |
გვერდები | 502 |
ფორმატი | 14.50/21.50 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში; რას ეგუებოდა და რას უძალიანდებოდა; რა მოსწონდა და რა – არა; როგორ შეირაცხა ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად სატირული მოთხრობის გამო; როგორ გადაურჩა ეკლესიისგან განკვეთას და რა როლი შეასრულეს ამ აბსურდულ ამბავში პატარა ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა.