გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941155345 |
გვერდები | 260 |
ფორმატი | 13.00/19.50 |
გამოცემის თარიღი | 2011 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება...
სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი.
ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში.
მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც.
გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?
მდუმარების მეჯლისი
₾ 6.00 ₾ 18.95 -68%
ფიჭვები შორს იყო
₾ 7.10 ₾ 10.95 -35%
სიყვარულის წონა
₾ 6.50 ₾ 9.95 -35%