გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941314612 |
გვერდები | 442 |
ფორმატი | 14.50/20.50 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
"La porta segreta" მოულოდნელობებით სავსე რომანია. წიგნის პირველსა და მეორე ნაწილებში რომანის მთავარი საიდუმლოს ამოსაცნობად საჭირო მინიშნებები გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, მკითხველმა კვანძის საბოლოო გახსნამდე მაინც ვერ მოარგოს გასაღები იმ კარს, რომლის შეღებაც საბოლოოდ კრავს სიუჟეტს. კარის მიღმა აღმოჩენილი სურათი კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპებსა და მანკიერ, არაჰუმანურ ჩვევებზე, რომელთა ჩარჩოებსაც, სამწუხაროდ, ვერ გასცდა ჩვენი საზოგადოება. რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით. ვეცნობით იმ ქალებსაც, რომელმაც გადარჩენა მოახერხეს და მათაც, ვინც ეს ვერ შეძლო – ძალადობისა და საზოგადოების აუტანელი წნეხის მსხვერპლი გახდა. რომანში არა მხოლოდ მთავარი გმირების სახეები და ხასიათებია გამოკვეთილი, არამედ, კიდევ უამრავი სხვა საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, რომლებსაც ავტორი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით, მაგრამ ძალიან ცოცხლად აღწერს. "La porta segreta" მაია ცირამუას მეორე რომანია. მისი დებიუტი 2019 წელს შედგა წიგნით „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, რომელმაც „საბას“ პრემია მოიპოვა.