გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941237980 |
გვერდები | 464 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
„ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟები – ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის, ლეიტის მცხოვრებლები – რენტსი, თიშიკო, ქლიავა და ბეგბი, ერთი შეხედვით, თითქოს მხიარული და თავქარიანი მეგობრები, სინამდვილეში მარგინალი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ. მათ თავგადასავლებში ჩანს ნარკოტიკებში ჩაკარგული ადამიანების ყოველდღიური სევდა, საზრუნავი, სიკეთე თუ ბოროტება. თითოეული მათგანი თავის ისტორიას მოგვითხრობს და ყოველი ეპიზოდი დასრულებულ ამბავს ქმნის. ცნობილია, რომ შოტლანდიელი მწერალი ირვინ უელში, რომელიც ახალგაზრდობაში მძიმე ნარკომანიით იყო შეპყრობილი, „ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟის, რენტსის პროტოტიპია. ეს მისი პირველი რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და არაერთგვაროვანი კრიტიკის მიუხედავად უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 1996 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, რომელსაც მკითხველი თრაინსპოტტინგ-ის სახელით იცნობს, ის საკულტო ნაწარმოებად აქცია.