გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941312410 |
გვერდები | 462 |
ფორმატი | 14.5X20.5 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ლერი ალიმონაკის ეს წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: „კვირის წირვები“ – ესაა ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციური რომანი ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და პოეზიაზე, უფრო სწორად – ცხოვრების პოეზიაზე, სადაც ნამდვილი, ბიოგრაფიული ამბების გვერდით გვხდება დიდი პოეტის მისტიურ სამყაროში ჩაძირვის და მის საიდუმლოთა მოხელთების მცდელობებიც.
„გრანელის ლანდი“ ერთგვარად მემუარული ხასიათისაა და მოგვითხრობს იმ წინაღობათა და სირთულეთა შესახებ, რომელიც ლერი ალიმონაკმა წინა საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში გაიარა ტერენტი გრანელის სახელის აღორძინებისა და დამკვიდრების გზაზე. მან მრავალი წელი შეალია წამებული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, განახლებას და ფაქტობრივად, მანვე ჩაუყარა ქართულ ლიტერატურაში საფუძველი გრანელოლოგიას. ტოტალიტარიზმის პერიოდიდან, როცა გრანელის სახელს ტაბუ ედო, ლერი ალიმონაკს არ დარჩენია მოუჩხრეკავი არქივი, წიგნსაცავი თუ ოჯახი, იმხანად დალუქული სპეცფონდები, სადაც ჟამის უკუღმართობით დაღუპული პოეტის შედევრები არ მოეძიოს, არ გამოეცეს, დაკარგვისგან არ ეხსნას...
ჩემი გვარი – გრანელი...
₾ 7.80 ₾ 11.99 -35%