ქვების ჩურჩული

მედეა იმერლიშვილი

₾ 4.17 ₾ 6.95 -40%

Rating details · 0 ratings · 0 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941482625
გვერდები 51
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ზაალ ჩხეიძის წინასიტყვაობიდან:


„მე თუ მკითხავს ვინმე, შეუძლებელია ამ ლექსების გულწრფელი სიყვარული ნორმალური ადამიანისაგან, ისინი თვიმკვლელობისკენ გიბიძგებენ. შეუძლებელია მათი წაკითხვა, მით უფრო ჩუმად წაკითხვა, გინდა თვალის გადავლებით, გინდა ჩურჩულით. ეს ტექსტები ველურ ხმებს გამოსცემენ, სამყაროს ველურ ხმებს. არ ვიცი, რატომ იწერება ეს ტექსტები ახლა, ჩვენს დროში, მგონია, რომ ისინი დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო. მათში ლიტერატურა ტოვებს ბიბლიოთეკის საზღვრებს და რეალური, ხილული სამყაროს ხორცშესხმულ ნაწილად იქცევა.

მედეა იმერლიშვილის ტექსტების უმრავლესობა მთლიანად დაცლილია თეატრალურობისა თუ კეკლუცობისაგან. მთელი პოეტური ხმა მიმართულია მოძრაობისა და თვითგამოხატვისკენ. აქ არ იგულისხმება არც მოძრაობა ადამიანისა, არც მოძრაობა ცხოველისა, არამედ მოძრაობის მარადიული ფორმები, როგორიც ახასიათებს, მაგალითად, ბუნების მოვლენებს. მოძრაობანი მდინარისა, მიწისა, ქარისა, ვარსკვლავებისა. მოძრაობანი, რომლებშიც არ არის არც დასასრული და არც დასაწყისი, ადამიანის თვალისა და ყურისთვის მაინც. 


 

დამთრგუნველია ეს ლექსები, რადგან ისინი არ გულისხმობენ მკითხველს, არ მიემართებიან მას, ისინი სრულად და ბოლომდე არიან შეპყრობილი საკუთარი თავით. და მე არ ვიცი, როგორია ეს ლექსები, კარგი თუ ცუდი, საჭირო ვინმესთვის თუ არასაჭირო. მაგრამ ისინი ყმუიან, დგანდგარებენ და მოიწევენ“.


მე თუ მკითხავს ვინმე, შეუძლებელია ამ ლექსების გულწრფელი სიყვარული ნორმალური ადამიანისაგან, ისინი თვიმკვლელობისკენ გიბიძგებენ. შეუძლებელია მათი წაკითხვა, მით უფრო ჩუმად წაკითხვა, გინდა თვალის გადავლებით, გინდა ჩურჩულით. ეს ტექსტები ველურ ხმებს გამოსცემენ, სამყაროს ველურ ხმებს. არ ვიცი, რატომ იწერება ეს ტექსტები ახლა, ჩვენს დროში, მგონია, რომ ისინი დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო. მათში ლიტერატურა ტოვებს ბიბლიოთეკის საზღვრებს და რეალური, ხილული სამყაროს ხორცშესხმულ ნაწილად იქცევა.