120 ამბავი _ ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი

₾ 6.50 ₾ 10.00 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-463-45-7
გვერდები 176
ფორმატი 12.4X19
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გამოსაცემად მოამზადა ნატო გორდელაძემ
 
მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს კითხვა.
 
დაძაბული გრაფიკი, ცხოვრების ჩქარი რიტმი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი, ინფორმაციის მიღების მრავალი სხვა საშუალება... 
 
არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს.
 
გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი სერია – თან საკითხავი ერთგვარი გამოსავალია ამ საყოველთაო უდროობის დროს.
 
დიახ, თან-საკითხავი.
 
საკითხავი „სხვათა შორის“, საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად.
 
ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობა-მუშაობისას. 
 
საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში...
 
საკითხავი ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის „თვალის გადავლება“, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები. 
 
თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო „ამბები“ მოიყრის თავს. ეს ნაწილები არ იქნება ერთმანეთზე გადაბმული და დამოკიდებული.
 
ასე, ნაკვეს-ნაკვეს კითხვა ხომ წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან შეგვიძლია დავიწყოთ და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ან არც ჩავამთავროთ... 
 
ესეც სერიის მეორე წიგნი!..