ზაფხული მწუხრის წინ

დორის ლესინგი

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · 1853 ratings · 4031 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978994147363
გვერდები 298
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ
 
„ზაფხული მწუხრის წინ “ინგლისელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის დორის ლესინგის რომანია, რომელიც მან 1973 წელს დაწერა.
 
დორის ლესინგი საკმაოდ ნაყოფიერი შემოქმედია. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ რომანს, მოთხრობას, პიესას, პუბლიცისტურ წერილს. განსაკუთრებით ცნობილია მისი ხუთი რომანი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“, რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონა წილეობის პერიპეტიებია ასახული.
 
„ზაფხული მწუხრის წინ “ – ესაა წიგნი ქალზე, მისი სულის რხევებზე, ემოციებსა და სურვილებზე, მის როლზე ოჯახსა და თანამედროვე სამყაროში. რომანის მთავარი გმირია კეიტ ბრაუნი, ორმოცდახუთი წლის სიმპათიური, მომხიბვლელი ქალი, ოთხი მოზრდილი შვილისა და პატივცემული ექიმის მეუღლე. მან მთელი ცხოვრება დიასახლისობას, შვილების აღზრდასა და ქმარს მიუძღვნა. ერთხელაც იგი მთელი საშინელებით აცნობიერებს, რომ მისი სიტყვები და ფიქრები სხვა არაფერია, თუ არა მოარული კლიშეები და სტერეოტიპები, ხოლო გრძნობები, რომელიც ეუფლება, მის სიტყვებსა და აზრებს სულაც არ ესადაგება. და ერთ ზაფხულს, მისი ცხოვრების მწუხრის დაწყების წინ, ქალი გადაწყვეტს შეაჯამოს თავისი რეფლექსიები, გააკეთოს დასკვნა და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

„ზაფხული მწუხრის წინ“ ინგლისელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის დორის ლესინგის რომანია, რომელიც მან 1973 წელს დაწერა.

დორის ლესინგი საკმაოდ ნაყოფიერი შემოქმედია. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ რომანს, მოთხრობას, პიესას, პუბლიცისტურ წერილს. განსაკუთრებით ცნობილია მისი ხუთი რომანი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“, რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონაწილეობის პერიპეტიებია ასახული.

„ზაფხული მწუხრის წინ“ – ესაა წიგნი ქალზე, მისი სულის რხევებზე, ემოციებსა და სურვილებზე, მის როლზე ოჯახსა და თანამედროვე სამყაროში. რომანის მთავარი გმირია კეიტ ბრაუნი, ორმოცდახუთი წლის სიმპათიური, მომხიბვლელი ქალი, ოთხი მოზრდილი შვილისა და პატივცემული ექიმის მეუღლე. მან მთელი ცხოვრება დიასახლისობას, შვილების აღზრდასა და ქმარს მიუძღვნა. ერთხელაც იგი მთელი საშინელებით აცნობიერებს, რომ მისი სიტყვები და ფიქრები სხვა არაფერია, თუ არა მოარული კლიშეები და სტერეოტიპები, ხოლო გრძნობები, რომელიც ეუფლება, მის სიტყვებსა და აზრებს სულაც არ ესადაგება. და ერთ ზაფხულს, მისი ცხოვრების მწუხრის დაწყების წინ, ქალი გადაწყვეტს შეაჯამოს თავისი რეფლექსიები, გააკეთოს დასკვნა და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

სექენდ ჰენდის დრო

სვეტლანა ალექსიევიჩი

₾ 7.00 ₾ 24.95 -72%

Rating details · 6968 ratings · 27481 reviews