ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი

ლევან ბოლქვაძე

₾ 14.30 ₾ 21.95 -35%

Rating details · 4 ratings · 6 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-454-19-6
გვერდები 152
ფორმატი 22x27
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის. (მაკა ჯოხაძე)

 

ლევან ბოლქვაძე 1924 წელს დაიბადა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით „ლაგერში“ გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი. განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი). ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა.

 

ახლა არ დაიწყოთ, მეტი რატომ არაფერი დაწერაო: არც ალენ-ფურნიეს დაუწერია „დიდი მოლნის“ გარდა სხვა რომანი, მაგრამ განა ამით მის წიგნს რამე დააკლდა? დიდი-დიდი, მკითხველი დარჩა წაგებული. (გიგა ზედანია)







 

ბაბუას სახლში ძველ ნივთებში ქექიალისას ბიჭი უცნაურ წიგნს გადააწყდება. წიგნში ამოკითხული შელოცვა და საბედისწერო ქვის პოვნა მას სრულიად ახალი სამყაროს კარს გაუხსნის. სამყაროსას, სადაც ჭინკები, ეშმაკუნები, ალები და უამრავი უჩვეულო არსება ბინადრობს. იმედია, 1971 წელს დაწერილი ეს შესანიშნავი ქართული ზღაპარი თქვენც გიმეგზურებთ ახალ, არაჩვეულებრივ, ფერად სამყაროში.