გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941454271 |
გვერდები | 224 |
ფორმატი | 14x18 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„გასაოცარია რუსა ამირეჯიბის პირველივე მოთხრობების უცნაური სხვანაირობა და ამ სხვანაირობის გადმოცემის თვითნაბადი, შთამბეჭდავი, უკვე სტილად ჩამოყალიბებული უნარი... სიუჟეტები თითქმის არაა... რაღაც ამბავი იკვეთება ხოლმე ნაწილობრივ, თითქოს შენ ეს ამბავი ადრევე იცოდი და ეხლა რომელიღაც ფრაგმენტით შეგახსენეს... და იწყება განცდის თავგადასავალი, უცნაური ხვეულტრიალებით, მოულოდნელი ტრანსფორმაციებით... ერთ წუთში სრულად დამაჯერებელი ცვლილებებით... ეს პერიპეტიები განცდის თავგადასავლისა გითრევს, გაკვირვებს, გაღიზიანებს, ხან გაბრაზებს, გამოცნობის აზარტში გაგდებს და მიჰყვები ჩართული ინტერესით“.
(ვაჟა გიგაშვილის წინასიტყვაობიდან)