გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941236396 |
გვერდები | 464 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს.
„წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია "ბუკერი" მიანიჭა. მწერლის სამშობლოში „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.