წვეთოვანი ბედნიერება

ქეთი ჯოლბორდი

₾ 11.90 ₾ 14.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317163
გვერდები 168
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ეს კრებული სახეებით და მეტაფორებითაა გადავსებული. იმდენად, რომ ისინი თითქოს მათთვის გამოყოფილ სივრცეებში ვერ ეტევიან და ამიტომ ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ, რაც საკმაოდ ხშირად ბუნდოვანს ხდის კონკრეტულ ლექსებს, ზემოქმედებს სინტაქსზე. თუმცა ამ ჭარბ სისავსეს, სურათ-ხატების კალეიდოსკოპურობას საბოლოო ჯამში მოაქვს მკვეთრი და ზუსტი ემოცია, განწყობილება... აყალიბებს ავტორის ხელწერას... ქეთი ჯოლბორდის პოეტური ესთეტიკა ჰერმეტულია, და მასში ინტიმური და მეტაფიზიკური ბევრგან ერთმანეთშია გადახლართული, რაც ლექსიკური დიაპაზონის მომხიბვლელ სიფართოვესაც იწვევს. „წვეთოვანი ბედნიერების“ კითხვა წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებითაა მიზანშეწონილი. და მართალია წიგნი ხუთნაწილიანია, მაგრამ მისი სრულად დაძლევის შემდეგ რჩება მთლიანობის განცდა და ჩნდება უკან მიბრუნების სურვილი, რადგან ის სიღრმეები, რაც მხატვრული გამოსახვის ხერხების ასეთმა სიუხვემ გააჩინა, სხვანაირ გაშინაგანებას ითხოვს.“ – შოთა იათაშვილი