გამომცემლობა | სხვადასხვა |
---|---|
ISBN | 19990521120 |
გვერდები | 272 |
ფორმატი | 20/14 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
წიგნზე >
პირველად საქართველოში, ქართულ რეალობაზე დაფუძნებული პრაქტიკული ისტორიები მოტივაციაზე, თვითგანვითარებაზე, გაყიდვებზე და პოზიტიურ აზროვნებაზე, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მკითხველის ცხოვრება უკეთესობისაკენ.
წიგნი დაყოფილია ორ ნაწილად: წრფელი ისტორიები გამოცდილებიდან და გამოცდილებაზე, მეორე ნაწილში იხილავთ ინტერვიუების სერიას საინტერესო, განსხვავებულ, წარმატებულ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ალექსანდრე ჯეჯელავა, გიორგი ზვიადაძე, თინათინ ბასილაია, თორნიკე გურული, პაპუნა ტოლიაშვილი, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, გუგა კობახიძე და სხვები.
ყველა ისტორია განსხვავდება ერთმანეთისგან და თავისებური ემოცია აქვს. თავიდან ეს წიგნი იყო გაყიდვებზე, შემდგომ ეს ყველაფერი გაყიდვებს გაცდა. რა შეცდომები დაუშვიათ წარმატებულ ადამიანებს, რასაც მკითხველს ააცილებდნენ თავიდან?! რას ურჩევდნენ მკითხველებს? რა გზა გაიარეს მათ, რა მარცხი შეხვდათ ცხოვრებაში და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე-პასუხი.
წიგნის წარმატება სრულიად დამოკიდებულია მკითხველზე და თუ რამდენად განახორციელებს მკითხველი წაკითხულს-პრაქტიკაში.
ავტორი: თამარ კანაშვილს- ნამუშევარი აქვს 25+ კომპანიაში; 100-ამდე კომპანიასთან; ჩატარებული აქვს 500+ ტრენინგი; განხორციელებული აქვს 25+ პროექტი; არის საერთაშორისო ტრენერთა ტრენერი და ამჟამად ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელია.
„ადამიანური გამოცდილებიდან პრაქტიკული ისტორიები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
„როცა გინდა აჩუქო შენს თავს ან შენთვის ძვირფას ადამიანს წიგნზე მეტი....
საჩუქარი“