გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941315145 |
გვერდები | 184 |
ფორმატი | 12.5/19 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„წერილები მეგობარს“ ირაკლი სამსონაძის ესეისტურ-დოკუმენტური წერილებისა და ჩანაწერების კრებულია, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალ და წინააღმდეგობებით სავსე ლაბორატორიაში შეუძღვება მკითხველს. ავტორი ამ შთამბეჭდავი ტექსტებით წერის ალქიმიაზე, იმ სამყაროს ნიუანსებზე მოგითხრობთ, რომელიც, როგორც წესი, მკითხველისთვის მუდმივად კადრის/ფარდის მიღმაა.
კრებულში ჩნდება იმ შემოქმედთა პორტრეტებიც, რომ ლებიც ირაკლი სამსონაძის ლიტერატურული თავგადასავლის ნაწილად ქცეულან – ნუგზარ შატაიძე, თამაზ ბაძაღუა, ბადრი ჭოხონელიძე და ა. შ.
მწერლური გამოცდილება და თხრობის ეპისტოლური მანერა ამ წერილებს გულწრფელობის უმაღლეს ხარისხს ანიჭებს, ქვეტექსტების დრამატურგიული ძარღვი კი კრებულს დაძაბული მთლიანობით კრავს. „წერილი მეგობარს“ ერთგვარი წიგნი-შთაბეჭდილებაა, შემოქმედებით პაუზებში მოხელთებული დრო-სივრცისა და იდეების ტვიფრით.