ვულკანის მეტრფე

სუზან ზონტაგი

₾ 19.90

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 9789941474675
გვერდები 488
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

სუზან ზონტაგი (1933-2004) თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული მოაზროვნეა - ამერიკელი ფემინისტი, აქტივისტი, რომანისტი, ესეისტი, პედაგოგი, ფილოსოფოსი და რეჟისორი. ზონტაგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი დოკუმენტური პროზით, მაგრამ მის რომანებს უმაღლესი შეფასებები მოჰყვა ლიტერატურის კრიტიკოსთა მხრიდან. „ვულკანის მეტრფე“ ზონტაგის პირველი მხატვრული ნაწარმოებია ქართულ ენაზე. მძაფრი, შთამბეჭდავი ისტორიული რომანი არა მხოლოდ შინაარსით ახდენს მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას, არამედ გამორჩეული სტილითაც - ნაწარმოები რიტმული პროზითაა დაწერილი, ზოგან „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკის გამოყენებით, დამახასიათებელი პუნქტუაციითა და მდიდარი ენით. „ვულკანის მეტრფე“ სერ უილიამ ჰამილტონის, ემა ჰამილტონისა და ჰორაციო ნელსონის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს და ისტორიული ფაქტების ზონტაგისეული ინტერპრეტაციაა - სრულიად განსხვავებული კუთხიდან დანახული ვნების, ღალატის, მეგობრობისა და ძალაუფლების წყურვილის ამბავი. ნაწარმოები, ძირითადად, ემა ჰამილტონის გარშემო ტრიალებს - საბედისწერო ქალისა, რომელმაც ბრიტანეთის იმპერიის ისტორიის დინებას ცოტა ხნით მიმართულება შეუცვალა. სისხლიანი ლეგენდების საბურველში გახვეული ემა, შესაძლოა, გარემოებათა მსხვერპლი ყოფილიყო, რადგან მეთვრამეტე საუკუნე მამაკაცების, გმირებისა და მათი ომების საუკუნე იყო, შესაბამისად, ქალზე ხელის შეწმენდა ყველასთვის ადვილი აღმოჩნდა.