გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941302954 |
გვერდები | 580 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
ათასობით იტალიელს შორის, რომლებიც 1903 წელს ნიუ-იორკში ჩადიან უკეთესი მომავლის საძებრად, სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გამოქცეული ცხრა წლის ვიტა და თორმეტი წლის დიამანტე არიან. ძალადობა, ჩაგვრა, შიში, თავისა და ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა ბავშვობას ართმევს მათ. რომანი ერთსა და იმავე დროს ოჯახური საგაცაა და კოლექტიური ეპოპეაც – მარტოობის, სიყვარულის მარადიული ოცნების, იმედის, არდანებების, არდავიწყების სასტიკი და გულის ამაჩუყებელი, ცრემლიანი და თან ღიმილის მომგვრელი ამბავი. ამ რომანით, თავისი ოჯახის ისტორიიდან აღებული პერსონაჟებით, ავტორმა მთელი იტალიის ავტობიოგრაფია დაწერა.
მელანია გაია მაცუკომ (დ.1966 წ.) 1992 წელს დაამთავრა რომის უნივერსიტეტი „ლა საპიენცა“ თანამედროვე იტალიური ლიტერატურის სპეციალობით. „ვიტა“ მისი მესამე რომანია, რომელსაც 2003 წელს იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „სტრეგა“ მიენიჭა. გარდა რომანებისა, მელანია მაცუკოს გამოქვეყნებული აქვს ესეები, ლიტერატურული ნარკვევები, მონოგრაფიული კვლევები. 2011 წელს მელანია მაცუკო იტალიის წლის ავტორად დასახელდა. მისი რომანები მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი.
„ვიტა“ მელანია მაცუკოს პირველი ნაწარმოებია ქართულ ენაზე.