გამომცემლობა | წიგნები ბათუმში |
---|---|
ISBN | 978-9941-467-54-7 |
გვერდები | 730 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
თარგმნა ლევან ინასარიძემ
„ეს არის ათასობით ახალგაზრდა კაცის ტრაგედია“, – ასე შეაფასა დევიდ ლოურენსმა თავისი რომანი „ვაჟები და საყვარლები“… უფრო სწორად, ის თემა, რომელიც ნაწარმოებს დაუდო საფუძვლად – ურთიერთობა ვაჟებს, საყვარლებსა და დედას შორის.
ამბავი ნაწილობრივ ნამდვილია, საკუთარი და სხვების ცხოვრებიდან აღებული. „ვაჟებსა და საყვარლებს“ დევიდ ლოურენსის ავტობიოგრაფიულ რომანადაც კი განიხილავენ.
„ტრაგედია“ ტრიალებს მორელების ოჯახში, სადაც არიან გალოთების პირას მისული მამა, სასოწარკვეთილი დედა და შვილები – სამი ვაჟი და ერთი გოგონა – რომლებიც თითქმის ყოველდღე ოჯახური კონფლიქტის მომსწრენი ხდებიან. დუხჭირი და უსიყვარულო ცხოვრებით გატანჯული ქალი იმედს შვილებზე ამყარებს, მათთვის საუკეთესო მომავალი უნდა, ამიტომ ვაჟების რჩეულებს მუდამ ეჭვის თვალით უყურებს.
რომანის მთავარი გმირი არის ერთ-ერთი ვაჟი, პოლი, რომელიც დედას აღმერთებს. ქალსაც განსაკუთრებით უყვარს იგი. ამ დედა-შვილის ურთიერთობის მაგალითზე ნათლად ჩანს მთელი ის დაბნეულობა და ტკივილი, რასაც ლოურენსი ახალგაზრდა კაცის ტრაგედიას უწოდებს. მწერალი შეულამაზებლად აღწერს დედის დამოკიდებულებას იმ ქალების მიმართ, რომლებიც პოლის გარშემო ტრიალებენ.
"ვაჟები და საყვარლები" ოჯახური საგაა, რომელიც მორელების ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. სიყვარულის, ღალატის, ოჯახური დრამების, რთული დედაშვილური ურთიერთობების, ქალებისა და მამაკაცების უმძაფრესი გრძნობების ქრონიკა არცერთ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. დედის, შვილებისა და მათი საყვარლების სახეები და ურთიერთობები ქართველი მკითხველისთვის ძალიან ნაცნობი იქნება, რადგან ჩვენს საზოგადოებასთან უამრავი პარალელის გავლება შეიძლება.