უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება

ჰენრი დევიდ თორო

₾ 22.20 ₾ 36.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317293
გვერდები 444
ფორმატი 14.5x20.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჰენრი დევიდ თორო 1817 წელს მასაჩუსეტში, კონკორდში დაიბადა და ჰარვარდში გატარებული ოთხი წლის გარდა, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. დაახლოებით 1836 წელს ტრანსცენდენტალისტებს შეუერთდა, და მათი რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წევრი გახდა. 1842-43 წლიდან გადასახადებს პრინციპულად არ იხდიდა. ტყეში ცხოვრების (1845-1847) ორნახევარი წელიწადი აღწერა თავის ცნობილ „უოლდენში“ (1854). ემერსონი მასზე წერდა: „არ იცოდა არც ერთი ხელობა, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მარტოობა ყველაფერს ერჩივნა, არ დადიოდა ეკლესიაში, პრინციპულად არ მონაწილეობდა არჩევნებში და არ იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, არ ჭამდა ხორცს, ღვინოს პირს არ აკარებდა, თამბაქო არც კი გაუსინჯავს, და, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალისტი იყო, ბუნებაში ყოფნისას არც ხაფანგი დაჰქონდა თან და არც თოფი. უთუოდ ბრძნულად აირჩია, რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო. ქონების დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონდა, მაგრამ ის კი იცოდა, როგორ ყოფილიყო ღარიბი ისე, რომ არც ჭუჭყში ეცხოვრა და არც გარეგნობაზე დასტყობოდა…“
 
1845 წელს 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ჰენრი დევიდ თორომ საზოგადოებისაგან, ხელისუფლებისგან, მთელი ამერიკული თუ არაამერიკული ცივილიზაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ტყეში გადასახლდა. უოლდენის ტბის მახლობლად ხის სახლის აშენებაში კონკორდელი ინტელექტუალები, მასავით მწერლები და ფილოსოფოსები ემერსონი, ჩანინგსი, ოლკოტი, ძმები კერპიკსები და სხვები ეხმარებოდნენ. ყველანი ერთად ტრანსცენდენტალისტებად იწოდებოდნენ.
 
მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულებში კონკორდში, უმეტესად ხელოვანი ხალხით დასახლებულ კოლონიაში, საინტერესო პროცესები ხდებოდა. ახალ ინგლისში პურიტანიზმის მძიმე გავლენას და ამერიკულ მატერიალიზმს ტრანსცენდენტალისტთა დაჯგუფება დაუპირისპირდა, ადამიანის „დაცემულ“ ბუნებას შეღავათიანი ხედვით შეხედა და საკუთარი ძალების რწმენის იდეა (SELF-RELIANCE) დაამკვიდრა; პიროვნება, ინდივიდუალობა, მისი უფლებები, მისი სინდისი ღვთაებრივ ფენომენად გამოაცხადა. ესენი იმ და შემდეგდროინდელი ამერიკისათვის ბევრ მძაფრ საკითხს წამოწევენ: რასიზმს, მონობას, ქალთა უფლებებს, გადამეტებულ მატერიალიზმს და ა.შ.
 
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ