უკანასკნელი მოწმეები

სვეტლანა ალექსიევიჩი

₾ 12.90 ₾ 19.90 -35%

Rating details · 1977 ratings · 6092 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478192
გვერდები 268
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის.

ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზია – და კლავს“. სულისშემძვრელი სისასტიკის სურათებს აქ ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ენაცვლება, „მხოლოდ ზღაპარში ანდა ომის დროს“ რომ შეიძლება მოხდეს. ქაოსში, სადაც დედის მონატრება და შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერიც კია, ვიღაც მაინც პოულობს ახლობელს, სხვას გაუსაძლისი ტანჯვისას ანგელოზი ანუგეშებს, ბევრს კი, ძალიან ბევრს, სრულიად უცხო ადამიანი ეხმარება, რადგან „უცხო ადამიანი არ არსებობს“, ყველა ახლობელია და ლენინგრადის ბლოკადისას შიმშილს გადარჩენილი ბავშვებიც გერმანელ ტყვეს უკანასკნელ პურის ნაჭერს აწვდიან...

ჩერნობილის ლოცვა

სვეტლანა ალექსიევიჩი

₾ 16.00 ₾ 19.95 -20%

Rating details · 17976 ratings · 61808 reviews

სექენდ ჰენდის დრო

სვეტლანა ალექსიევიჩი

₾ 15.00 ₾ 24.95 -40%

Rating details · 6968 ratings · 27481 reviews