გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941513633 |
გვერდები | 232 |
ფორმატი | 14x20.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ბესიკ ლაგვილავა დროის ფენომენს უკვირდება, მის უცნაურობასა და ამოუხსნელობას, მის გარეგნულ სიმდორესა და შინაგან სისწრაფეს, წუთის ხანგრძლივობასა და წუთისოფლის ხანმოკლეობას, ტარიელ ჭანტურიას მახვილგონივრული სტრიქონისა არ იყოს, უკვირდება და ანალიტიკურადაც განსჯის, განსჯის და სწორედ მას აქცევს მთავარ ძარღვად კომპოზიციური აღნაგობისა.
მიცვალებულები არაერთ მწერალს აულაპარაკებია, აჩრდილები არაერთ მწერალს გამოუხმია ამბავთა უშუალო მონაწილეებად და ამ რიგში პერსონაჟებისა უნდა შემოსულიყო ბესიკ ლაგვილავას რომანის მთავარი გმირიც იმ ორიგინალური გზით, რომელიც აქამდე არავის მოჰფიქრებოდა.
და ეს უნდა მომხდარიყო უკან დატრიალებული დროის მეტაფორით, საათის ისრის უკუღმა ტრიალით გამოხატულით.
რისთვის მოვსულვართ, რას უნდა ვეძიებდეთ და საით უნდა მივისწრაფოდეთ დროის ულმობელ ბრუნვა-ტრიალს შეჯახებულნი, მისი ეს უცნაური მსვლელობაც რომ უნდა გვეხილა ამ ჩინებული რომანის წყალობით.
გვეხილა და კიდეც მოვხიბლულიყავით.
და მოვხიბლულიყავით არა მარტო მიცვალებულის გაცოცხლების მხატვრულ-ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, არამედ ავტორის კომპოზიციური შეგრძნებითაც, იმთავითვე რომ იგრძნობოდა. ამ თემას არ მოუხდებოდა ვრცელი გაშლა და ესაჭიროებოდა სწორედ ის დაწურული ფორმა, რომელშიც უნდა მოქცეულიყო თხრობის მდინარება, ჩვეულებრივში უჩვეულოსა და უჩვეულოში ჩვეულებრივის განმცდელი მკითხველისათვის“. – როსტომ ჩხეიძე
რესტორანი სამყაროს დასალიერში
₾ 6.45 ₾ 12.90 -50%
მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში
₾ 8.40 ₾ 12.95 -35%
შემოდგომა
₾ 14.90