უკაცო სახლი

ჰაინრიხ ბიოლი

₾ 5.80 ₾ 8.95 -35%

Rating details · 452 ratings · 933 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941410093
გვერდები 330
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2013
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

გერმანულიდან თარგმნა თენგიზ პატარაიამ

 

1972 წლის გერმანელი ნობელიანტის, ჰაინრიხ ბიოლის რომანს უკაცო სახლი რეფრენივით გასდევს ორი ტაეპი: „და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე, ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო“. მიუხედავად იმისა, რომ რომანში აღწერილი სამყარო, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება იმისგან, როგორიც ის მრავლისმნახველ და ცხოვრებისეული სიბრძნით დახუნძლულ მკითხველს წარმოუდგენია, მწერლის ოსტატობა მაინც ისაა, რომ ეს ბანალური  სამყარო, ჩვეულებრივი ყოფა სრულიად სხვა კუთხით დაგვანახოს, რათა კიდევ უფრო შეგვძრას და დაგვაფრთხოს ცხოვრების იდუმალებამ.





 

"უკაცო სახლი" დასავლეთ გერმანიის ომის შემდგომ იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როცა შიმშილის, შავი ბაზრის, სასურსათო ბარათების ხანა უვკე წარსულს ჩაბარდა, ქვეყანაში ამერიკული ტანკების რახრახი მიწყდა და ორად გაყოფილი გერმანიის გადმოღმა დარჩენილი ერიც თავის სინდისთან პირისპირ აღმოჩნდა.

"მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა სამად-სამ დამახინჯებულ სიტყვას, ადამიანები ამ სამად-სამი სიტყვის გულისათვის დახოცეს, დაწვეს, გათელეს, დახვრიტეს, გაზის საკნებში გამოახრჩვეს. “…იურერი, …ალხი, …ამშობლო” - ამბობს რომანის ერთ-ერთი გმირი.
მეორის, პატარა ბავშვის პირიდან კი ხშირად გავიგონებთ სიტყვებს:

“და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე,
ვინღა დარჩება მაშინ უბიწო”