უძებნი შვილი

ბესიკ ხარანაული

₾ 14.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315503
გვერდები 184
ფორმატი 14/18
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება. ეს ენერგია კითხვის პროცესში მკაფიოდ იგრძნობა.
 
ამ წიგნში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჰიპერბოლა და მეტაფორა ანუ შეუძლებელი და შესაძლებელი; ღმერთის შვილი, რომელსაც სამყაროს შემოქმედი ძებნის დასასრულს ნაგავსაყარზე პოულობს და არსად სხვაგან, და მთავარი – უძებნი შვილი, რომელიც კონკრეტულობას, ვინმედ ან რამედ ყოფნასა და სინამდვილედ ქცევას გაურბის („ვერაფერი ძლებს, რომ თავი არ აღნიშნოს, უძებნი შვილის გარდა“).
 
„უძებნი შვილი“ ადამიანისა და სამყაროს თავგადასავალია. მასში ჩატვირთული თითოეული სიტყვა ძიების, მოქმედებისა და გზაზე დადგომისკენ გვიბიძგებს. ამ წიგნში, წინამორბედების მსგავსად, იგრძნობა ბესიკ ხარანაულის დიდი მწერლური ოსტატობა, შექმნას ისეთი ტექსტი, სადაც მკითხველი არ დაიკარგება და რომლის კრიალოსანივით ასხმულ სათაურებში კაცი არა მხოლოდ გზას გაიგნებს, თამაშსაც აჰყვება. ეს კი ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან „მკითხველი რომ კმაყოფილია, ავტორიც იწმინდება“.


რძის ფოსტა

ბესიკ ხარანაული

₾ 10.50 ₾ 14.95 -30%

Rating details · 3 ratings · 6 reviews

დიდი სმა

ბესიკ ხარანაული

₾ 19.95

Rating details · ratings · reviews