უშბა და მეგობრები

ნინო ლომიძე

₾ 34.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315367
გვერდები 60
ფორმატი 24x30
გამოცემის თარიღი 2023
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

უშბა მქვია. ოთხი ფეხი მაქვს. ფუმფულა კუდი, დაცქვეტილი ყურები და გრძელი ბეწვი. დედა ამბობს, მგელს ჰგავხარო. მე არ ვიცი, ვგავარ თუ არა მგელს. კუდზე თეთრი მწვერვალი მაქვს. თეთრი სამკუთხედი. ამიტომ დამარქვეს უშბა, თოვლიანი მწვერვალის სახელი.
 
ამ წიგნში ჩემს მეგობრებს გაგაცნობ: დარიკოს, ბრუნოს, კიდოს, ჩაქვის, ღომის, პელეს, ვენიკოს და მოხუც რიჩის. მიყვარს მეგობრები. მიყვარს სეირნობა, სირბილი, კითხვების დასმა, ბალახების სუნი, მოხუც რიჩისთან საუბარი, დარიკოსთან ერთად, ახალი ამბების გაგება, ნაგვის სურნელოვანი მანქანა, ძამიკო ბუბა, დაიკო ანა, კატა ფოსო და დედა.
 
როცა ვკოტრიალობ, ბალახის სიმღერას ვუსმენ, დაჭერობანას ვთამაშობ, აფრენილ ჩიტებს შევყურებ და გუბეებში ვტყაპუნობ, გული სიხარულით მევსება. შენ როდის გევსება გული სიხარულით?
 
ია გიგოლაშვილის ილუსტრაციებით