გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941305917 |
გვერდები | 216 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ცნობილი კომპოზიტორისა და მისი მომღერალი მეუღლის ბინაში, „ყურებიან“ სავარძელში მოკალათებული მთხრობელი უხმოდ აკვირდება ვენის მაღალ საზოგადოებას, რომელიც ბურგთეატრის მსახიობის პატივსაცემად გამართულ „შემოქმედებით ვახშამზე“ შეკრებილა. დაკვირვების შედეგი არცთუ სახარბიელოა – ვახშმის მონაწილეთაგან ვერცერთი ვერ გადაურჩება მთხრობლის გამანადგურებელ განაჩენს – მათ შორის, ვერც თვითონ.
„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.
1984 წელს დაწერილი „ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე გამოდის.
დაღმამავალი
₾ 11.90
ძველი ოსტატები
₾ 14.90