ტრაპიზონის იმპერია XIV საუკუნეში

ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი)

₾ 19.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513107
გვერდები 232
ფორმატი 14.5 X 20.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ნაშრომი ამავე ავტორის მიერ ადრე მომზადებული წიგნების „ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“ და „ტრაპიზონის იმპერია XIII საუკუნეში“ ერთგვარი გაგრძელებაა და მასში აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა XIV საუკუნეში ტრაპიზონსა და მის გარშემო.

თუ მანამდე ცალსახა იყო ტრაპიზონის იმპერიის პროქართული ორიენტაცია, ამ პერიოდში თანდათან სუსტდება ქართული გავლენა, რისი მიზეზიც მონღოლთა დაპყრობები და მისგან გამოწვეული შედეგები იყო. საკუთარი შიდა პრობლემებში ჩაფლულ და დასუსტებულ საქართველოს უკვე ნაკლებად ეცალა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის. თუმცა, როგორც კი საქართველოს მმართველების საშუალება ეძლეოდათ, ყოველთვის აქტიურობდნენ ამ მიმართულებით.   

სირთულეების მიუხედავად, ტრაპიზონის იმპერია XIV საუკუნეშიც მედგრად იბრძოდა: იგი კვლავინდებურად ასრულებდა ამ სახელმწიფოს შექმნის მომენტისთვის მასზე დაკისრებულ ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას – ერთგვარი ბუფერის როლს ანატოლიასა და კავკასიას შორის.

წიგნში ცალკე თავი აქვს დათმობილი ისეთ ნაკლებად შესწავლილ საკითხს, როგორიცაა ტრაპიზონის იმპერიაში მიმდინარე ეთნოკონფესიურ პროცესები და მოსახლეობა. მასში განხილულია მსგავსება და განსხვავება ლაზებს, ჭანებსა და ხალდებს შორის.

ნაშრომის ერთი თავი დათმობილი აქვს ტრაპიზონის იმპერიის ჯარსა და ფლოტს, სადაც განხილულია მათი მოწყობის წესი და სტრუქტურა. მიმოხილულია მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.