გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941238697
გვერდები 484
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მთარგმნელი: ნანა ჯანაშია

თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანი „თოვლი'' პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა აღიარებით დღემდე სარგებლობს. რომანში ვითარება თურქეთის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება.
გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნე­ბული პოეტი კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტე­რესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო „ქარპალასის'' მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.


ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

₾ 19.95

Rating details · 131 ratings · 329 reviews