გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941308819 |
გვერდები | 708 |
ფორმატი | 14.50/21.50 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი ალექსეი ტურბინია. ის, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია. ასევე სამხედრო ექიმია და 28 წლისაა.
ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა. მთლიანად 1966 წელს გამოიცა. ეს მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ მოხდა.
რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში დაიდგა. ნებართვა სტალინმა გასცა. თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია. ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“
ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს. სწორედ იქ იდგმებოდა მისი პიესები. თვითონ რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც.
„ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია. ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.