თეორია კინგ კონგი

ვირჟინი დეპანტი

₾ 17.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941983740
გვერდები 140
ფორმატი 13/19.5
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

„თეორია კინგ კონგი“ ვირჟინი დეპანტის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ტექსტია. ავტორი განვლილი ცხოვრებით ამსხვრევს სექსუალური ძალადობისა თუ პროსტიტუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. დეპანტი განიხილავს სექსისა და გენდერის საკითხებსა და მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. „თეორია კინგ კონგი“ ის ავტობიოგრაფიაა, რომელიც, ამავდროულად, ამბოხისკენ მოწოდება და პანკფემინიზმის მანიფესტია.

„ქალურობაში ხელმოცარული ქალის სახე ჩემთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ არსებითია. ზუსტად ისე, როგორც სოციალურად, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად ხელმოცარულის სახე. მე ვამჯობინებ მათ, ვინც ამ ყველაფერს თავს ვერ ართმევს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც თავად გამომდის კარგად ეს ყველაფერი. და იმიტომაც, რომ ზოგადად, იუმორი და წარმოსახვა უფრო ჩვენ მხარესაა. როცა სამატრაკვეცო არაფერი გაქვს, უფრო შემოქმედებითი ხდები. როგორც ქალი, უფრო კინგ კონგი ვარ, ვიდრე კეიტ მოსი“ – ვირჟინი დეპანტი